„სახელმწიფოს აქვს უფლება, შეისწავლოს ყველა რისკი, უბრალოდ, რატომ ხდება დღეს, ეს ცოტა კითხვებს იწვევს,“ - ხაზარაძე ანაკლიის კორსორციუმზე
პოლიტიკა - 11:05, 01 Apr, 2019     765

ანაკლიის კონსორციუმთან ხელისუფლების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი - მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიზნესში რისკების შეფასება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა არსებულ სიტუაციაში ეს მიდგომა კითხვებს იწვევს.

„ამ პროექტს და საერთოდ, ანაკლიის პორტს აქვს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, ის ძალისხმევა, რომელიც ამ პროექტს მიიყვანს გამარჯვებამდე, რამეთუ, შეიძლება ეს მომენტი ჩვენ გაგვექცეს კინკლაობაში, ჩასაფრებულ მდგომარეობაში და ბოლოს აღარავის აღარ დააინტერესებს ორი და სამი წლის მერე ვინ რა კონტრაქტს დებდა იმისათვის, რომ რაღაც იურიდიული დასკვნა მიეღო. ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს უფლება და ალბათ სწორსაც შვებიან, რომ შეისწავლონ ყველა რისკები მათი მხრიდან, ამაში მე რაღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. უბრალოდ, რატომ ხდება ეს დღეს და ამ სიტუაციაში ეს ცოტა კითხვებს იწვევს,“- აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ: „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ იმის დასადგენად, თუ რა ზარალს ნახავს თუკი მამუკა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, უცხოელი იურისტები დაიქირავა. პარალელურად ფარული მოლაპარაკებებს ჩინურ კომპანიასთან აწარმოებს, რომელსაც ანაკლიის პორტის გადაბარებას სთავაზობს.

იურიდიულ ფირმასთან კონტრაქტის დადებას ადასტურებს ეკონომიკის მინისტრი, თუმცა კონსორციუმის სხვა კომპანიით ჩანაცვლების მცდელობას უარყოფს.

„სხვა კომპანიით კონსორციუმის ჩანაცვლება არ იგეგმება. დიახ, ასეთი კონტრაქტი იყო დადებული და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი. ჩვენ გვაქვს უფლება და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად აზრიანი, რომ ჩვენ შევაფასოთ იურიდიული რისკები იმისი, თუ ვთქვათ, კონსორციუმმა ვერ შეძლო კაპიტალის მოზიდვა,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42