„ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, 31 მარტი საქართველოს უახლესი იტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია და არის სიმბოლო იმის თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და წვლილი შეიტანა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში.
"ეს არის ღვაწლი რომელიც არ იკარგება და დღეს უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ისტორიამ პასუხი გასცა ყველა კითხვას და ზვიად გამსახურდიას სახელი მუდმივად იქნება დაკავშირებული ქართველი ერის თავისუფლებასთან და ქართველი ერის ისტორიაში ყოველთვის დარჩება როგორც ერთ - ერთი გამორჩეული და გამოკვეთილი მოღვაწე.
ამიტომ, სწორედ ზვიად გამსახურდიას საქმიანობაზე, მის საქმიანობაზე როგორც ეროვნულ გამათავისუფლებელი ლიდერის, დისიდენტის და შემდეგ პოლიტიკოსის, მის მიერ 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე. აი ამაზე დაყრდნობით ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის მიღწევისთვის იმიტომ, რომ ზვიადის ბრძოლის მიზანი დღესაც მიუღწეველია. საქართველოს ნაწილი დღესაც არის ოკუპირებული იმ იმპერიის მიერ რომელსაც ის ებრძოდა. ზვიადი ებრძოდა საბჭოთა იმპერიას და საბჭოთა იმპერიის გაგრძელებაა დღევანდელი პუტინის რუსეთი. ამიტომ ეს მიზანი დღესაც მისაღწევია, ეს ამოცანა დღესაც შესასრულებელია და ჩვენი პატივისცემა ზვიად გამსახურდიას მიმართ და თითოეული იმ ქართველის მიმართ რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორედ ის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მათი ოცნება და ყველამ ერთად ვიცხოვროთ თავისუფალ, ერთიან და ევროპულ საქართველოში.“ - დავით ბაქრაძე
მასალის გამოყენების პირობები






