პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე საქმის გამოძიება ვერ მოხერხდა. მისი განცხადებთ, არაერთხელ ითქვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქმე სასწრაფოდ ბოლომდე გამოსაძიებელია.
„ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე საუბრისას განუცხადა.
"სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ სპეციალურად ცვლილება, რომელიც აძლევს გამოძიებას მეტ დროს ამ საქმის გამოძიებისათვის. შესაბამისად, არის სრული მხარდაჭერა ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საბოლოოდ მიიყვანენ ამ საქმეს სათანადო დასასრულამდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






