ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესტან დაკავშირებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენას გაიხსნა. გამოფენას, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ. პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა პირველი პრეზიდენტის ღვაწლზე ისაუბრეს.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე აუცილებლად უნდა გამოძიებული იყოს. პრემიერის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქმე ისევ გამოუძიებელია, სირცხვილია.
მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში სრულიად განსაკუთრებულია. ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე ისევე, როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვ ნის წინაშე. ის ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ნამდვილად დიდი სირცხვილია. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. არა მხოლოდ 7 წელი, ეს გამოძიება უფრო მეტ ხანს გრძელდებოდა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. ქართლი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი, თუ რა მოხდა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






