ზვიად გამსახურდიას ვერ აპატიეს, რომ მას ჰქონდა ბევრად უფრო დიდი იდეა, ვიდრე ხელისუფლება - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 12:57, 31 Mar, 2019     1043
ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით ამ წუთებში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია იმართება. ღონისძიებას სანდრა რულოვსი მასპინძლობს. შეხვედრის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მან ასევე გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხიბულაში ჩავიდა და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიებაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუღებელია ასეთ განცხადებები იმ ადამიანებისგან, რომლებიც მტრების სასარგებლოდ მოქმედებენ.

„ზვიად გამსახურდია იყო და არის ჩვენი ეროვნული გმირი. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ოფიციალურად საქართველოს სახელმწიფომ მიანიჭა მას ეროვნული გმირის წოდება. ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები. საქართველო იყო ერთ-ერთი ძალიან იშვიათი გამონაკლისი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის ლიდერი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში და ამ ბრძოლის მთავრი სიმბოლოები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ის, რაც ვერ აპატიეს გამსახურდიას, იყო მხოლოდ ის კი არა რომ მან მიაღწია რაღაცას საქართველოში, ვერ აპატიეს, რომ მას ჰქონდა ბევრად უფრო დიდი იდეა ვიდრე ხელისუფლება. ხელისუფლება საერთოდ არ იყო მისი იდეა. გამსახურდიას იდეა საქართველოს თავისუფლებასთან ერთად, იყო ერთიანი კავკასიური სახლი, ერთიანი ფრონტის შექმნა.

იმდენად არ გამოცვლილა ის მეთოდები რითაც ისინი იბრძვიან, იმდენად არ გამოცვლილა ეს ხალხი, უბრალოდ ცოტა უფრო გაჭაღარავდა ჩვენსავით, ცოტა უფრო ასაკში შევიდა მაგრამ მეთოდები იგივეა და მათი კომკავშირელი შვილები იგივე მეთოდებით იღებენ მათგან და ისევე აგრძელებენ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42