„ზვიად გამსახურდიას დაფასება, უპირველესად, ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობის გააზრება და თავისუფლებისათვის ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა“ - სანდრა რულოვსი
პოლიტიკა - 10:56, 31 Mar, 2019     1241
ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი პრეზიდენტებისა და ისტორიული ფაქტების ობიექტური შეფასება გაცილებით დროულად... რომ აღარ გავიმეოროთ ადრინდელი შეცდომები - ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლის იუბილეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, ზუგდიდის მერის არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი.

„დღეს 80 წელი შეუსრულდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას - დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლეს და ეროვნულ -გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, საქართველოსთვის წამებულს, საქართველოს ეროვნულ გმირს.

სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გვაქვს სათქმელი ამ დღეს. საქართველოში გაუხსნელია პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაგვიფანტავს, ისტორიის გამყალბებლების მიერ, ზვიად გამსახურდიას გარშემო აგორებული სიცრუე. ბევრია გასაკეთებელი პირველი პრეზიდენტის ისტორიული როლის ობიექტურად შესაფასებლად და ისე დასაფასებლად, როგორც მის საქართველოს ეკადრება. სამწუხაროა, რომ დიდი დრო გვიჭირდება ამისთვის, ძალიან დიდი დრო. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი პრეზიდენტებისა და ისტორიული ფაქტების ობიექტური შეფასება გაცილებით დროულად. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ აღარ გავიმეოროთ ადრინდელი შეცდომები . ეს დაგვეხმარება იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც ასე გვიგრძელებს ისტორიულ მიზანთან მისასვლელ გზას.

ზვიად გამსახურდიას მმართველობას უკავშირდება ორი უდიდესი ისტორიული მოვლენა: 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა - დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე. ამ ორ ისტორიულ აქტს დიდი ბრძოლა და დიდი შრომა უძღოდა წინ, პირველ რიგში პრეზიდენტის. ჩვენც შეუპოვარი ბრძოლით და შრომით უნდა დავამტკიცოთ, რომ ბოლომდე ერთგულები ვართ საქართველოს ისტორიული არჩევანის.

ზვიად გამსახურდიას დაფასება, უპირველესად, ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობის გააზრება და იმ ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა, რომელშიც - 1991 წლის 31 მარტს - ერთიანმა საქართველომ ერთხმად აირჩია დამოუკიდებლობა და თავისუფლება.“ - ნათქვამია სანდრა რულოვსის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42