"იძახიან, ფარულ ჩანაწერებს სააკაშვილი შანტაჟისთვის იყენებდაო, უკაცრავად, რატომ ვერავინ დავაშანტაჟე" - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 21:19, 30 Mar, 2019     1095

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ქალაქ ჰანოვერში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა .

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვალერი რობაქიძემ სააკაშვილს განუცხადა, რომ საქართველო იმიტომ დატოვა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩაუდეს სოციალურ ქსელში.

ვალერი რობაქიძის განცხადევით ის ბაღდათიდან არის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

„18 თებერვალს ჩამოვედი და ჩავბარდი. მე თქვენს მიერ ვარ დაჯილდოებული ვახტანგ გორგასლის ორდენით, „სუ 25“ გავანადგურე 2008 წელს. 7 თებერვალს ჩემი „ფეისბუქის“ გვერდზე ბესელიას კადრები გავრცელდა. ამის გამო ადამიანები დაიჭირეს და მეც ამიტომ დავტოვე საქართველო“, – განაცხადა ვალერი რობაქიძემ.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ხალხს, ვისაც რუსეთის თვითმფრინავები აქვთ ჩამოგდებული, ყველგან ძეგლებს უდგამენ.

„არ მინდა, ბესელიას ვუწოდო, რა არის და მის გამო საქართველოს გმირს სვამენ ციხეში. ავოიე, მართლა. კიდევ ოთხი მებრძოლი არის დაჭერილი. საუბარია იმაზე, რომ შეუგდეს კადრები. ამბობენ, სააკაშვილის დროს გადაიღესო. კარგი, ვთქვათ ვიღაცას ჩვენ დროს წაუცდა ხელი.

გეტყვით, რა იყო ჩვენ დროს – 2005 წელს რუსეთთან რომ დაიძაბა სიტუაცია, მოვიდნენ და მახარეს კონტრდაზვერვიდან, რომ ჩვენი ბიჭი მივუგზავნეთ რუსეთის ჯაშუშ ქალს, საელჩოს საფარქვეშ მოქმედი, მოაგვარა იმ ქალთან ურთიერთობა, ყველაფერი და ვიდეო გადაუღო გახარებულმა, ახლა მივაშანტაჟებთ და ჯაშუშს დავავერბოვკებთო. მე ვუთხარი, ეს ვიდეო წაშალეთ და არ გავიგო როდესმე, რომ მტრის წინააღმდეგაც კი იყენებდეთ პირად ვიდეოს-მეთქი. ეს იყო ჩემი პასუხი მტერზე გადაღებულ ვიდეოზე. ჩვენ დროს ეს ვიდეო არასოდეს არსად არ გამოსულა. ხომ იცით, როგორც კი ეს სადმე გამოვიდოდა, იმ ხალხს ძალიან ცუდად წაუვიდოდა საქმე. რომ იძახიან, სააკაშვილი იყენებდა შანტაჟისთვისო, უკაცრავად, თუ შანტაჟისთვის ვიყენებდი, რატომ ვერ დავაშანტაჟე?! მხოლოდ გვებრძოდნენ, მხოლოდ გამოდიოდნენ და დაგვამხეს, სად არის აბა შანტაჟი? ივანიშვილმა გამოიყენა, იღებს და ავრცელებს, რადგან ასეთია ოლიგარქის წესი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42