საქართველოს მთავრობამ 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დაამტკიცა. ანგარიში საგარეო უწყებამ უკვე გამოაქვეყნა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არა ის თუ როგორია სტრატეგიული გეგმა, არამედ ის თუ როგორ შეასრულებს ხელისუფლება მას:
„მე ამ ანგარიშში ვერ ვნახე ის კონკრეტული ღონისძიებები თუ გეგმები, როგორ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნამ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები უსაფრთხოების გამოწვევის კუთხით. ჩვენ გვაქვს მეზობელი, რომელიც დღემდე ახორციელებს აგრესიას და ავიწროებს საქართველოს სუვერენიტეტს. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, იგივე არაფორმალური მმართველობის კუთხით საქართველოში, დემოკრატიის კუთხით ქვეყანაში, რომელიც კიდევ უფრო უკან მიდის. ეს ანგარიში არაფერ კონკრეტულ გეგმას არ სთავაზობს ქვეყანას,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






