საქართველოს ხელისუფლებამ ერთ წელიწადში რესტორნებში 8 752 384 ლარი დახარჯა, 121 ლარი კი მხოლოდ ჭაჭაში გადაიხადა.
სარესტორნო მომსახურებების ერთ-ერთი ლიდერი ტურიზმის ეროვნული სააგენტოა 1705 შესყიდვით. 620 შესყიდვა გააფორმა ბოლო რამდენიმე წელში ეკონომიკის სამინისტრომ, თბილისის მერიამ კი - 425.
მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ყველა ხარჯი გამართლებულია და ის განსაკუთრებული სტუმრებისთვის წინასწარ არის გათვალისწინებბული.
სიაში ისეთი რესტონებია, რომელთა მფლობელებმა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას სოლიდური თანხები შეწირეს. მათ შორისაა რესტორანი ვიონტელი, ის ქართული ოცნების საარჩევნო სიის 53-ე ნომრის - ბენო ქაშაკაშვილის მფლობელობაშია.
გარდა ვინოტელისა, ქართული ოცნების ხელისუფლების წევრები ხშირად სტუმრობენ რესტორან წისქვილს, რომელმაც ხელისუფლებისგან 575 შეკვეთა მიიღო და ბიუჯეტიდან 746 809 ლარი ჩაერიცხა.
წისქვილს, სხვა უწყებებთან ერთად, ყველზე ხშირად შემოსავლების სამსახური და საქართველოს რკინიგზა სტუმრობს. წისქვილის 4 მეწილედან სამი ქართული ოცნების სპონსორია და საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველ პარტიას აფინანსებდა.
სამთავრობო უწყებების ხალხის ფულით სუფრას უკვეთავენ მცხეთის რესტორნებში. უპირატესობას, ძირითადად, ერთ რესტორანს - ღვინის პალატას ანიჭებენ. 2013 წლის სექტემბრიდან რესტორანს 185 ხელშეკრულება გაუფორმეს.
ღვინის პალატის მფლობელი ბიზნესმენის ზურაბ ჩხაიძე ასევე ქართული ოცნებისსპონსორია, მან სალომე ზურაბშვილის საარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დააფინანსა.
იხილეთ ვრცლად „შაბათის კურიერი“.
მასალის გამოყენების პირობები






