აქცია საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით - თელავის მერი და გიორგი ბოტკოველი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პოლიტიკა - 19:15, 29 Mar, 2019     854

სოფელ ყარაჯალაში საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა 16 ჰექტარი ტერიტორიის კერძო პირზე გასხვისებას უკანონოს უწოდებს და მიწების სოფლისთვის გადაცემას ითხოვს. აქციაზე თელავის მერი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ერთმანეთს შეეკამათნენ. ენმ-ს წევრმა გიორგი ბოტკოველმა თელავის მერს, შოთა ნარეკლიშვილს "მატყუარა" უწოდა, რის გამოც აქციაზე ვითარება რამდენჯერმე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„დღევანდელი ხელისუფლება ყოველ დღე გვანახებს, რომ ესენი არიან თაღლითები და ამათ ხელისუფლებასთან და სამთავრობო ხელმისაწვდომობასთან არაფერი არ აქვთ. აღნიშნულმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მეორე ტურში თაღლითურად ჩაიდინა 4 უკანონო ქმედება, რომლითაც მიწა, რომელზეც თვითონ ამბობენ, რომ უკანონოდ იყო გადაცემული თურმე კონკრეტულ პიროვნებაზე, გადაიტანა თავის საკუთრებაში და მოატყუა სოფელი, რომ, თითქოს, დაუბრუნა ეს სოფელს, მაგრამ აღნიშნულ პიროვნებას იქვე 10 ჰექტარი საძოვარი მისცა. ეს არის პირდაპირ დანაშაული როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისგან,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა პროცესს მართული უწოდა და განაცხადა, რომ საძოვრების საკითხი აუცილებლად მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42