„რაის კონსულტაციები, ქ-ნო სოფიო, ერთი კაცის ერთი სიტყვა უნდა მაგას“ - ნატო ჩხეიძე სოფო კილაძეს
პოლიტიკა - 19:18, 29 Mar, 2019     1332
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

„სერიიდან: აბა, შეხედეთ

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც რეალურად გავარკვევთ, რა გარემოებებმა იმსხვერპლა ჩვენი პირველი პრეზიდენტი“, - ასე ბრძანა და მაშინვე გამოეხმაურა „ოცნების“ მმართველის მილოცვის ტექსტს სწრაფი რეაგირების დეპუტატი სოფიო კილაძე.

ნუთუ, არ იცით, რომ ეს დრო დიდი ხანია დამდგარია, ქ- ნო სოფიო?

კონსტანტინე გამსახურდიამ წინა ხელისუფლების საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოიძია და როსტომ ჩხეიძემ თავის წიგნში - „ეკლის გვირგვინი“ დაადასტურა ეს გარემოებები.

ქ- ნი დეპუტატი თუ პროკურატურის დასკვნას ელოდება, მაგას რომ პოლიტიკური ნება სჭირდება, ეგ ალბათ, ჯერ არ სმენია ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს...

„უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები იმაზე, რომ თუ არის შესაძლებელი, რამე სხვა ფორმა გამოინახოს ამ საკითხის ეფექტურად გადაჭრისთვის, ეს უნდა გავაკეთოთ”, – გვარწმუნებს დეპუტატი.

რა მგზნებარე მოწოდება!!!

და ის მაინც თუ არის ცნობილი ქ- ნი დეპუტატისთვის, ეს კონსულტაციები სად და ვისთან უნდა გააგრძელოს და ვინ?..

რაის კონსულტაციები, ქ- ნო სოფიო, ერთი კაცის ერთი სიტყვა უნდა მაგას.

მაგრამ ის ერთი კაცი ამას უკვე აღარ იტყვის.

დრო კი, ამის თქმის დრო მართლაც მოვა!..
კაციც მოვა ამის მთქმელი!..“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42