ხელისუფლებაში მოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას ადგილობრივი მოსახლეობა შუალედურ არჩევნებს უკავშირებს. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიული კანდიდატისთვის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა ხმების მოპოვებას ცდილობს.
„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს იმიტომ გაახსენდა, რომ 19-შია ზუგდიდში შუალედური არჩევნები. 26 წელია, რაც სახლი ამ მდგომარეობაშია და ბატონი პირველი პრეზიდენტი რომ მოკვდა, ამ ოჯახში მის შემდეგ მთავრობისგან არ დასმულა არცერთი სიტყვა. პირიქით, მე იმას ვლაპარაკობ და მთელი საქართველოც დამემოწმება, რომ ბიძინა უარყოფით იმაზე იყო ბატონ პირველ პრეზიდენტზე და ახლა ქულები რომ დაიწეროს.“ - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ლიდერის გადაწყვეტილებით, ხიბულაში „ქართუ ფონდის“ დაფინანსებით მუზეუმი გაიხსნება და მიმდებარე ტერიტორიაზე პარკი გაშენდება. ივანიშვილმა სოფლის ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების მოწესრიგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ბიუჯეტს ამის თანხები არ ექნება, პროექტებს თავად დააფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები






