"რედისონ ბლუ ივერიაში" დღეს სამეცნიერო ფორუმი "მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში" გაიმართა
პოლიტიკა - 18:07, 29 Mar, 2019     733

29 მარტს, 11:00 საათზე, რედისონ ბლუ ივერიის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა სამეცნიერო ფორუმი - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. ვინაიდან მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტს მეცნიერება წარმოადგენს, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეცნიერთა და ზოგადად, სამეცნიერო მიმართულებების განვითარება და ხელშეწყობა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრასა და მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა ხელშეწყობასა და მათი ჩართულობის სტიმულირებას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა გამართა სამეცნიერო ფორუმი - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

ფორუმის მიზანია საქართველოში მეცნიერების არსებული მდგომარეობის, გამოწვევების, სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვა და სამეცნიერო სფეროში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გამოკვეთა.

აღნიშნული ფორუმი გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. განათლების რეფორმის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა , მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, ასევე საზოგადოების წინაშე წარსდგა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, რომელმაც ისაუბრა განათლების განვითარების რეფორმების ახალი სისტემის შექმნის სტრატეგიის შესახებ და სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის აუცილებლობაზე.

მეცნიერების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს:

როინ მეტრეველმა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე - პრეზიდენტმა;

გურამ ალექსიძემ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა;

გიორგი შარვაშიძემ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა;

ზურაბ გასიტაშვილმა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში;

გიგა ზედანიამ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და

ზურაბ ხონელიძემ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

ფორუმის მიმდინარეობის პარალელურ რეჟიმში გაიმართა პანელური სხდომა ექვს სამეცნიერო მიმართულებაში, სადაც ყველა მიმართულებამ გამოყო საკითხები და შეიმუშავა რეკომენდაციები სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრისთვის.

ფორუმს დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსიტიტუტების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42