სიტყვა სამშობლოს საკანონმდებლო დონეზე შემოტანა - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ბავშვები ფუნდამენტურად ცაიდოს სამშობლოს სიყვარული, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სხვა ქვეყანაში წავლენ და სხვა ქვეყანა ეყვარებათ:
“ჩვენი მიზანი იყო აბსოლუტურად სხვა, ეს პატრიოტული გრძნობა, ეს სამშობლოს სიყვარული მართლა მივიტანოთ ჩვენს ბავშვებამდე, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, დღესდღეისობით ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რასაც ჰქვია ახალგაზრდების გადინება ქვეყნიდან, მაგალთად. თუ ჩვენ თავიდანვე ბავშვებში არ ჩავდეთ ფუნდამენტი რომ უყვარდეთ სამშობლო ეს ბავშვები წავლენ სხვა ქვეყანაში და ეყვარებათ სხვა ქვეყანა.
თუ ჩვენ თავიდანვე ბავშვებში არ ჩავდეთ ფუნდამენტი რომ უყვარდეთ სამშობლო, ეს ბავშვები წავლენ სხვა ქვეყანაში და ეყვარებათ სხვა ქვეყანა.
თქვენ როგორ ფიქრობთ ქართველი ბავშვები რომ წავლენ საზღვარგარეთ უყვარდეთ მხოლოდ ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ თავის სამშობლო არ უყვარდეთ? მე მგონი აჯობებს ბავშვებში გავაჩინოთ ეს განცდა სამშობლოსი, რომ ისინი სხვაგან კი არ წავიდნენ, აქ დარჩნენ და ქვეყანას მოუარონ”,-განაცხადა სოფო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






