სასამართლოს უპატივცემულობისთვის დაკავებული ზვიად კუპრავა - საქმეზე სასამართლო განხილვა გაიმართა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. მტკიცებულებებს შორის არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც საქალაქო სასამართლოს სასადილოშია გადაღებული.
სასამართლო პროცესზე სიტყვით ბრალდებული ზვიად კუპრავა გამოვიდა. მისი თქმით, მის მიერ ინციდენტის დროს გაჟღერებული სიტყვები, კონკრეტული მოსამართლის მიმართ არ იყო წარმოთქმული.
„რასაც მედავება პროკურატურა, ეს არ იყო არამც და არამც მიმართული კონკრეტული მოსამართლის მიმართებით. იყო უბრალოდ ემოციის ფონზე ზოგადად ნათქვამი სიტყვები, იმ ემოციის ფონზე, რომელიც შექმნა პოლიციელების შემოსვლამ და უკანონო დავალებისა და მითითების მიცემამ,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ. ზვიად კუპრავას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 12 აპრილს ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






