ირანელი რეპერის კონცერტი თბილისში და განცხადება რომელმაც, ვნებათაღელვა გამოიწვია - საპროტესტო აქციის მონაწილეებს ირანის ელჩი შეხვდა
პოლიტიკა - 16:04, 29 Mar, 2019     2989
ირანელი რეპერის ემირ თათალოს კონცერტთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით მომღერალმა კონცერტის მსვლელობისას გაკეთებული განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა.


საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ჩაჩუას და გურამ ქართველიშვილს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ჯავადი შეხვდა. აქციის ორგანიზატორები მომღერლის გამოსვლაზე პასუხისმგებლობას საელჩოს აკისრებდნენ და ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ.

ელჩის თქმით, მომღერალს საელჩოსთან, მათ შორის, მის კულტურულ ატაშესთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ერთადერთი კავშირი მათსა და გამომსვლელს შორის ეთნიკური წარმომავლობაა. შესაბამისად, საელჩო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს მომღერლის სიტყვებზე.

აქციის ორგანიზატორებმა მომღერლის გამოსვლის შემდეგ ელჩს პასუხი ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის სიტყებზეც მოსთხოვეს. მათი თქმით, როუჰანიმ ადრე განაცხადა, რომ კავკასია წლების განმავლობაში ირანის ნაწილი იყო და ის სუსტი მმართველების გამო დაიკარგა. ასევე საელჩოს ქართულენოვანი წარწერის გაკეთებაც მოსთხოვეს, რასაც ელჩი დასთანხმდა:

„ჩვენ არ ვიცით, ვინ შეუწყო ემირ თათალოს ჩამოსვლას ხელი და ვინ იყო ორგანიზატორი. ჩვენთვისაც ბევრი არაფერია მასზე ცნობილი. ეს პიროვნება არის კანონდამრღვევი ირანშიც. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ემირ თათალო გაქცეულია ირანიდან, შემდეგ ჩავიდა თურქეთში და იქიდანაც გააძევეს. როგორ მოხვდა საქართველოში, ეს უნდა ჰკითხოთ ადგილობრივ ხელისუფლებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ირანის ხალხს უყვარს ქართველი ხალხი. ისტორიულად ბევრი გვაქვს საერთო. არც ერთი ირანელი თავს უფლებას არ მისცემს, საჯარო შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ ხალხს.“- განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ირანელი რეპერის ემირ თათალოს კონცერტის ვიდეოს, გავრცელებულ რამდენიმეწუთიან ვიდეოს ადევს ტიტრები, თითქოს ირანელი რეპერი ამბობს „მარიხუანის მოწევა თუ მომინდება, კანონით მეკრძალება? და რომ მოვწიო, ქართველებმა რა @ლე უნდა მომჭამონ?“. აღნიშნულ ვიდეოს რამდენიმე აღმოსავლეთმცოდნე გამოეხმაურა, სპარსული ენის მცოდნეების თქმით, მომღერლის სიტყვები არასწორად არის თარგმნილი.

მიუხედავად სპარსული ენის მცოდნეების მიერ გავრცელებული თარგმანებისა საზოგადოების იმ ჯგუფმა, რომელიც ანტიირანული და ანტითურქული გამოსვლებით ადრეც გამოირჩეოდა, ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართა ირანის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქცია დიმიტრი ლორთქიფანიძემ დააანონსა, რომელიც „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორია.

ამ თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ

ირანელი რეპერის სიტყვები საქართველოზე - რა თქვა სინამდვილეში და ვის აწყობს ანტიირანული გამოსვლები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42