ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხმაურიანი ანგარიში, სადაც ფულის გათეთრებისა და ნარკორეალიზაციის თვალსაზრისით, საქართველცო არის მოხსენიებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანგარიშში გარკვეული უზუსტობები აღმოჩნდა:
„მე დღეს მექნება საშუალება, სრულად გავეცნო ანგარიშს. მოგეხსენებათ, მასში გარკვეული უზუსტობები აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ანგარიში თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ის პრობლემები, რომელიც არის აღნიშნული, ეს არის ის ზოგადი გამოწვევები, რომელიც გვაქვს ჩვენ რეგიონში. რაც შეეხება ნარკოტრაფიკს, ეს გეოგრაფიული არეალი ყოველთვის პრობლემას წამოადგენდა, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად და ბევრი ფაქტი იქნა აღკვეთილი. კიბერდანაშალი არის გამოწვევა ყველასთვის, ეს არის ამ საუკუნის ყველაზე მძიმე გამოწვევა. განვითარებულ ქვეყნებშიც კი უჭირთ მასთან გამკლავება. ჩვენ გვჭირდება მეტი რესურსების მიმართვა და ეს ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






