"საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება" - ეკატერინე მიქაბაძე
პოლიტიკა - 15:38, 29 Mar, 2019     694

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის თებერვლის მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა და განაცხადა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც მაღალია რყევები, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადობით გამოირჩევა. მისი თქმით, მდგრადობა გამოწვეულია იმ სტაბილური განვითარებით, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ხასიათდება. ეს არის სწორი მაკროეკონომიკური, კერძოდ, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის და იმ რეფორმების შედეგი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ეკონომიკურ აქტივობაში მოსახლეობის თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-თებერვალს საშუალო ზრდა 4.1 პროცენტს გაუტოლდა. 2018 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო. მიმდინარე წლის თებერვალში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; უძრავი ქონება; ვაჭრობა; ტრანსპორტი; ჯანმრთელობის დაცვა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორთა განწყობაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ. მიმდინარე წლის თებერვალში სარეიტინგო კომპანია "Fitch"-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებული იყო 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42