მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდის დაზიანება - საკითხს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია რის ტყუილი. კალაძის თქმით, აღნიშნული არის არასწორი ინფორმაცია, რომელმაც საზოგადოება პანიკაში ჩააგდო:
„გუშინ, ცხელ ხაზზე ზარები არ წყდებოდა მთელი დღის განმავლობაში. ეს არის ტყუილი და მინდა, მოვუწოდო ამ კონკრეტულ ჟურნალისტს, რომელმაც ხალხი პანიკაში ჩააგდო, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. როდესაც ჟურნალისტი ხარ, მეტი პასუხიმგებლობა უნდა გქონდეს. როდესაც მტკიცებით ფორმაში ამას საუბრობ, არწმუნებ საზოგადოებას, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და უნდა დაინგრეს, მაშინ როდესაც 10 ათასობით ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად მეტროთი, კეთილი უნდა ინებონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დასკვნებს. ხიდს არანაირი ნაპრალები არ აქვს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, – განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






