"ოლიგარქი ანადგურებს პრეზიდენტს ინსტიტუტს, გააყალბა არჩევნები და დანიშნა ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს ხალხს" - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 10:53, 29 Mar, 2019     906

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მაასტრიხტის უნივერსიტეტში ლექციაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ოლიგარქიულ მმართველობასა და რუსულ გავლენებზე ისაუბრა. თელაველი სტუდენტის კითხვას, რომელიც ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალსა და გახმაურებულ საქმეებს ეხებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვრცელი პასუხი გასცა. სააკაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა საკუთარ ბედზე ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს. ამ თემაზე საუბრისას სააკაშვილმა არჩევნებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და აპლიკაციები მისცემს საზოგადოებას საშუალებას, პირდაპირ მისცეს ხმა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

„მე მჯერა პირდაპირი დემოკრატიის. ჩვენს ქვეყნებში, არჩეული წარმომადგენლები ძალიან მალე ფუჭდებიან. ახლა გვაქს სისტემა , სადაც გვეუბნებიან რომ პარლამენტი არჩეულია 4 წლით და უნდა გავჩუმდეთ. იგივე ხდება პრეზიდენტზეც. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ მათი შეცდომები. ხალხმა საკუთარ ბედზე ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს. თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალური აპლიკაციები მოგვცემს საშუალებას პირდაპირ მივცეთ ხმა , არამხოლოდ არჩევნებზე, არამედ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ავირჩიოთ გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შევცვალოთ კანონმდებლობა.

ოლიგარქი ანადგურებს პრეზიდენტს ინსტიტუტს, მან გააყალბა არჩევნები და დანიშნა ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს ხალხს. პრეზიდენტის ინსტიტუტი აღარ წარმოადგენს იმას რაც უნდა იყოს. პარლამენტი აღარ არის პარლამენტი, მთავრობის როლი მინიმალურია. ოლიგარქი ზის სასახლეში თბილისის თავზე და ყველამ იცის, რომ მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად იქ უნდა მივიდეს, მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი არ იკავებს არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას. სწორედ ეს არის ოლიგარქია. ახალგაზრდა თაობას ვურჩევ იყვნენ კრიტიკულები და ჰქონდეთ გახსნილი გონება.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42