ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 10:30, 29 Mar, 2019     892

სტრასბურგში, ევროპარლამენტში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (PAC) მერვე სხდომა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპარლამენტის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კომიტეტის თანათავმჯდომარეების - თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის შემდეგ, კომიტეტს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და საქართველოში კონფლიქტის გადაჭრის საქმეში ევროკავშირის როლზე. მინისტრის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ევროკავშირის ხელშეწყობით მიმდინარეობს და რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარდა, ქვეყანაში რამდენიმე გზატკეცილის გაყვანას და სხვა პროექტებს მოიცავს. ამ მხრივ აღინიშნა მხარეებს შორის ტრანსპორტის სფეროში სტრატეგიული დიალოგის დაწყებაც, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ისაუბრა თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც, რათა წინააღმდეგობა არ შეექმნას საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან მიღწევას, როგორც ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაშია ასახული. მან განსაკუთრებულად აღნიშნა ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის ნოემბერში ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ პირველი რეზოლუცია და ასევე გასული წლის ივნისში საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის წლისთავისადმი მიძღვნილი რეზოლუცია.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებით აღნიშნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველი ევროპული სკოლის დაარსება, რომელსაც გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და რომელიც ევროკავშირის გარეთ პირველი ევროპული სკოლაა, რაც მნიშვნელოვანი და სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.

გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საგზაო რუკის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯებსა და ინსტრუმენტებს უყრის თავს.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიულ დიალოგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, რაც ორივე მხარეს შორის ინტერესების თანხვედრის შედეგია.

შეხვედრის დასასრულს ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპარლამენტარები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიწვია, რომლის ჩატარებაც ბათუმში იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42