„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ სპეციალურ ინფოგრაფიკას აქვეყნებს, სადაც არის მონაცემები იმის შესახებ თუ რომელიც მოსამართლე, რა ვადით ინარუნებს მოსამართლის თანამდებობას.
ინფოგრაფიკაში მოყვანილია ის მოსამართლეები, რომლებსაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, ასევე ქართუული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებიც, ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებენ. როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, აღნიშნული პირები სასამართლო სისტემაში ყოფნას კიდევ 20 წელი აპირებენ.
უვადოდ გამწესებული ლევან მურუსიძე მოსამართლის პოზიციაზე 2040 წლამდე იქნება, მიხეილ ჩინჩალაძე 2043 წლამდე, დიმიტრი გვრიტიშვილი კი 2045 წლამდე.
დღეს, საერთო სასამართლოებში განწესებულია 298 მოსამართლე, მათგან 154 უვადოდ დანიშნულია. დამატებით, 40 მოსამართლეს მიმართული აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის უვადოდ გადანიშვნის მოთხოვნით.

მასალის გამოყენების პირობები






