ირაკლი კობახიძემ სერბეთში საქართველოს საკონსულო გახსნა
პოლიტიკა - 20:30, 28 Mar, 2019     708

„სერბეთი არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასთან გვქონდეს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები",-ამის შესახებ სერბეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნისას განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ამ კონტექსტში, დიპლომატიურიწარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაღრმავოთკიდევ უფრო მეტად პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე, არის ძალიან დიდი პერსპექტივა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით,ასევე, კულტურის, განათლების, მეცნიერების სფეროში შეგვიძლია ურთიერთობების გაღრმავება და ბუნებრივია, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ამ კუთხითძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ დაიწყება მუშაობა უახლოესთვეებში, თბილისში, სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გასახსნელად.

კითხვაზე - მიიღებს თუ არა საკონსულო საელჩოს სახეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წარმომადგენლობის გახსნა პირველი ნაბიჯია დიპლომატიური ურთიერთობებისთანდათან განსავითარებლად.

„იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ, ბუნებრივია, გავხსნით საელჩოს სერბეთის რესპუბლიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ სერბეთი არისპრიორიტეტული ქვეყანა ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები სერბეთის რესპუბლიკასთან.არის ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ გვაერთიანებს, როგორც საერთო გამოწვევები, ასევე, საერთო მიზნები და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიურიურთიერთობების თანდათანობით განვითარება",- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42