„2018 წელს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია" - გენადი არველაძე
პოლიტიკა - 20:29, 28 Mar, 2019     770

„2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო საქართველოს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში - საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან 18 პროცენტით გაიზარდა და 3 361 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია აქამდე არსებულ სტატისტიკას შორის. 2018 წელს საქართველოდან ევროკავშირშიგანხორციელებულმა ექსპორტის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 730.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისმოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილე სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობაშიმონაწილეობს. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee), რომელიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტისწევრებისაგან შედგება, ერთ-ერთი ორგანოა იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად.

„„ევროკომისიასთან ერთად ვმუშაობთ პროდუქტების იდენტიფიცირებაზე იმისთვის, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში საქართველოშიწარმოებული რაც შეიძლება მეტი პროდუქტი განთავსდეს ევროკავშირის ბაზარზე" - აღნიშნა გენადი არველაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ევროკავშირის ხელშეწყობით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველოს მხრიდან ხდება პროდუქტების იდენტიფიცირება და კონკრეტულიაქტივობების დაგეგმვით, მათ შორის, მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებით ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება.

2018 წელს საქართველოდან ევროკავშირში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები, აზოტოვანი სასუქები, სპირტიანი ალკოჰოლური სასმელები, თხილი. აღნიშნულ პერიოდში, გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიც და მისმა მაჩვენებელმა 148 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციას, მათ შორის აღსანიშნავია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები, მსუბუქი ავტომობილები, შერეულისაქონელი, ამწეები, ტურბორეაქტიული ძრავები.

2018 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა რამდენიმე პროდუქცია, რომელთა წილი ევროკავშირშიარაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციაში მაღალია. ასეთია თხილი, მინერალური წყალი, აზოტოვანი სასუქები ( საქართველო ამ პროდუქციის იმპორტის მოცულობით პირველადგილზეა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის); მანგანუმის ოქსიდები, ღვინო და პარკოსანი ბოსტნეულის ფქვილი.

ამასთანავე, გამოიკვეთა ისეთი სასაქონლო პოზიციები, რომელთა ექსპორტიც ევროკავშირში საერთოდ ან მცირე რაოდენობით განხორციელდა და არსებობს პოტენციალი მათი ევროკავშირშიექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. ასეთია თაფლი, მწვანილი, ლიმონი, მოცვი და სხვა სახის კენკრა, კივი, მოცხარი/ჟოლო, ჩირი, ჩაი, დაფნის ფოთოლი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისტყავი, თიხები, მატყლი, იზოლირებული მავთულები/კაბელები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42