ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სტრასბურგში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წინაშემოხსენება გააკეთა, სადაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის მხრივ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრისმოადგილემ კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2018 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ყველაზე მაღალმაჩვენებელს მიაღწია საქართველო- ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში.
„ვისაუბრეთ 2018 წელს განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელთაც ჩვენ ვხედავთ მომდევნო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობისმიმართულებით - საუბარია როგორც სოფლის მეურნეობის კუთხით დასანერგ რეგულაციებზე და ლაბორატორიულ კვლევებზე, ასევე ხარისხის ინფრასტრუქტურაზე, როდესაც ჩვენ უკვე წელსდავნერგეთ ბაზარზე ზედამხედველობა ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებზე" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო ცვლილებებს საბაჟო მიმართულებით და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც წელს განხორციელდა. „კომიტეტის წევრებსასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განვახორციელეთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და წლის ბოლომდე დაგეგმილ რეფორმებზე" - აღნიშნაარველაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ევროკავშირის ბაზრის ათვისების კუთხით 2018 წელი იყო ყველაზე გამორჩეული - დაფიქსირდა 730 მლნ დოლარის ოდენობის ექსპორტი, რაც არისუპრეცედენტო რაოდენობა. „ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ქართული პროდუქტი იკავებს ადგილს ევროკავშირის ბაზარზე და იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია გაგრძელდება" - განაცხადა გენადიარველაძემ.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება. ესორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიმოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. მისი მთავარი მიზანია, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთანინტეგრაციის ხელშეწყობა.
კომიტეტი სხდომაზე განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისსფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას დამის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში მონაწილეობის მისაღებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ნათიათურნავა და გენადი არველაძე იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები






