"სკანდალურს ვერაფერს ვხედავ... პოლიციის მუშაობა არის ეფექტური"- გაქურდეს თუ არა დეპუტატი - ვოლსკის კომენტარი
პოლიტიკა - 19:04, 28 Mar, 2019     1599
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოფელ ახატანში მომხდარ ინცინდენტს "ძარცვას ვერ დაარქმევდა".

როგორც "ნიუპოსტს" ვოლსკიმ უთხრა, მისი სახლიდან არაფერი მოუპარავთ და მხოლოდ "ფანჯარა იყო ჩატეხილი".

უმრავლესობის დეპუტატი გაზრდილ კრიმინალზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ პირადი ქონების ხელყოფის სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა იქვე დასძენს, რომ მძიმე დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელმა იმატა.

რაც შეეხება მისი სახლის ქურდობის შესახებ მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქონების ხელყოფის შესახებ ჟურნალისტს თვენახევრის წინ ესაუბრა თუმცა როგიორც ვოლსკი ამბობს, "ამ თემის წამოწევა ვიღაცას დასჭირდა".

"დაახლოებით თვე ნახევრის წინ ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბარი მქონდა დანაშაულებების სტატისტიკაზე, გავაანალიზეთ სიტუაცია, რომელმა დანაშაულმა იკლო და იმატა, რომ მძიმე დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელმა იმატა, რაც კარგია. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბევრი ისეთი დანაშაული იყო, რომ ადრე არ თვლიდნენ დანაშაულად, მომართვიანობამ იმატა. აქედან გამომდინარე სტატისტიკა გაზრდილია, ასევე გაზრდილია პირადი ქონების ხელყოფის სტატისტიკა.

ჩემი კოლეგა მიხსენეს, მითხრეს რომ მისი სახლი გაძარცვეს რაც დავუდასტურე. მითხრეს რომ ჩემი სახლიც არის გაძარცული. მინდა გითხრათ, რომ იქ გასაძრცვი არაფერი არ არის. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა.

მე მაშინვე განვმარტე რომ ფანჯარა იყო ჩატეხილი , რაღაც სამუშაო ინსტრუმენტი იდო და არ მახსოვს აღებულია თუ არა, ასე, რომ ამას ძარცვას ვერ დავარქმევ-თქო. ახლა როგორც ჩანს ვიღაცას დასჭირდა ამ ინფორმაციის წამოწევა. საკმაოდ მწვავედ და ინტენსიურად შუქდება”- აცხადებს ვოლსკი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ორი მაღალჩინოსანის სახლი გაქურდეს ვიცე სპიკერი ამბობს, რომ „აქ სკანდალური არაფერია“.

“ფაქტია , რომ მოხდა ძარცვა. ამას მოჰყვა თემა და შესაბამისი პასუხი გავეცი, თუმცა სკანდალურს ვერაფერს ვხედავ. ვინც ამ სტატისტიკითაა დაინტერესებული ადვილად მიხვდება, რომ პოლიციის მუშაობა არის ეფექტური. ვინც ამ ეფექტს ხედავს იმან ახალი თემა უნდა შემოიტანოს რომ ამას ჩრდილი მიაყენოს“- აღნიშნა ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42