"დადგება დღე, როდესაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ურთიერთგაგებას მივაღწევთ"- ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 18:55, 28 Mar, 2019     912

„ჩვენი ძალისხმევა ორიენტირებულია უკეთეს მომავალზე, თუმცა ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზება ვერ მოხდება მანამ, სანამ კონფლიქტები ჩემს ქვეყანაში, კვლავაცაგრძელებს რეგიონალურ უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის ეროვნულიასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოკუპირებულ რეგიონეშიშექმნილი მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებას კვლავ ანგრევს.

„ამ კონფლიქტებს ტრაგიკული, ადამიანთა სახეები აქვს. 2 კვირის წინ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი - ირაკლი კვარაცხელია გაუჩინარდა ოკუპირებულ აფხაზეთში.მანამდე, საქართველომ იგლოვა ქართველი ვაჟკაცები -გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი. მიმდინარე სამხედრო მობილიზაცია, მავთულხლართები და სხვახელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შეზღუდული მიმოსვლა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვა, სხვაეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევები და ფართოდ ფეხგადგმული დაუსჯელობა ამ ტერიტორიებზე, კვლავ ანგრევს ჩვენი მოქალაქეებისცხოვრებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა შერიგების და დაახლოების პოლიტიკის ერთგულია. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობისსამშვიდობო ინიციატივის შესახებ ისაუბრა.

„ყველა ამ სირთულის მიუხედავად, საქართველო შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკის ერთგულია, კონფლიქტით და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორისდიალოგის, ნდობის დამყარებისა და ადამიანური კონტაქტების გზით.

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიითა და სარგებელით, რაც საქართველოს განვითარებასადა ევროინტეგრაციას მოჰყვება. ჩვენი ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" კიდევ ერთი ძლიერი ძალისხმევაა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ,რომ დადგება დღე, როდესაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ურთიერთგაგებას მივაღწევთ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველოპრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას გააგრძელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42