საქართველოსა და სერბეთს გაცილებით მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე საერთო ხედვა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებთან ან ევროკავშირის წევრობის საერთომიზანთან დაკავშირებით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა და სერბ კოლეგას, მაია გოიკოვიჩს გულთბილიმასპინძლობისთვის, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საერთო ღირებულებების მიმართ ერთგულებას და ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის პრინციპებს ეფუძნება.
„ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ეფუძნება ჩვენს მტკიცე ერთგულებას საერთო ღირებულებების - თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობიანი განვითარებისმიმართ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს კავშირები ეფუძნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს.
გვწამს, რომ მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა ან მათით მანიპულირება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნები ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ. მისივე შეფასებით, არსებობსაუთვისებელი პოტენციალი მრავალი მიმართულებით.
„მრავალი მიმართულებით არსებობს უზარმაზარი და აუთვისებელი პოტენციალი და ამ აქტივობებით, ვიმედოვნებთ, რომ მეტად წავახალისებთ ხალხთაშორის და ბიზნესებსშორის კონტაქტებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოებებისა და მოქალაქეების კეთილდღეობა და განვითარება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომდამატებით სტიმულს იძლევა წარმატების მაგალითი ორმხრივ ურთიერთობებში.
მისი თქმით, ქვეყნები პროდუქტიულად თანამშრომლობენ საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით, გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და სერბეთისმოქალაქეებისთვის დამატებითი სტიმულია ტურიზმის სფეროში თანამშომლობისთვის.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევინარჩუნოთ ეს დინამიზმი ჩვენს ურთიერთობაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს გაცილებით მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე საერთო ხედვა საერთაშორისო სამართლისძირითად პრინციპებთან ან ევროკავშირის წევრობის საერთო მიზანთან დაკავშირებით.
„ჩვენი საზოგადოებების ფესვები და ისტორია ღრმად არის ინტეგრირებული მართლმადიდებლურ ქრისტიანულ რელიგიასა და ტრადიციებში, ხოლო ჩვენი წინაპრების გმირობადა თავდადება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის - მუდამ გვემახსოვრება.
ამგვარი კულტურული და სულიერი მსგავსება, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული გეოგრაფიული მანძილისა, მყარ საფუძველს იძლევა მჭიდრო ურთიერთობებისა დაურთიერთგაგებისათვის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის. მოდით, გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც მივიღეთ და გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობადა შევიტანოთ საკუთარი წვლილი ჩვენს უკეთეს მომავალში.
სერბეთისა და საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და გვწამს, რომ ჩვენი საერთო მისწრაფება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ, მალე რეალობადიქცევა",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






