"აფიშირებული ხელშეკრულება კრიმინალურ სამყაროსა და ხელისუფლებას შორის" - ხატია დეკანოიძე კრიმინალის გაზრდის მიზეზებს ასახელებს
პოლიტიკა - 17:51, 28 Mar, 2019     1044
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალურ ფაქტებზე საუბრისას "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, რომ გაუარესებულ კრიმინალურ სურათზე პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც ენმ-ს ლიდერის თქმით, კრიმინალებს გაურიგდა და არჩევნებზე კონკრეტული დავალებები მისცა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას კრიმინალთან ბრძოლის პოლიტიკური ნება არ აქვს.

გარდა პოლიტიკური ფაქტორისა, დეკანოიძე ქვეყანაში არსებულ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.

ყოფილი ხელისუფლების წევრი მამუკა ბახტაძის მიერ მაღალჩინოსნების სახლების ქურდობასთან დაკავშირებულ დღეს გაკეთებულ განცხადებას ცინიკურს უწოდებს:

"ცინიკურია იმის თქმა, რომ "ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს". არა, ნორმალურ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, ასეთი რამ არ ხდება. ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალს რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ეს არის დაუსჯელობის სინდრომი. განსაკუთრებით ისეთი ფართოდ აფიშირებული ხელშეკრულება ორგანიზებულ დანაშაულთან და ქუჩის კრიმინალურ სამყაროსა და ხელისუფლებას შორის. მმართველი გუნდი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს ძალიან კარგად იყენებს არჩევნებზე. ავალებს მათ კონკრეტულ საქმეებს, მაგალითად ადამიანების მობილიზებასთან დაკავშირებით და რეალურად პოლიციას აიძულებს პოლიცია, რომ ითანამშრომლოს კრიმინალურ სამყაროსთან. მეორე ფაქტორია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც უმძიმესია. როდესაც არ არის სამუშაო ადგილები, მძიმე მდგომარეობაა ახალგაზრდების დასაქმების კუთხით, მათ რეალურად თვით გადარჩენაზე უწევთ ორიენტირება და შესაბამისად, ეს ორი ძირითადი მიზეზია, რაც ხდება ჩვენს გარშემო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეუქცევადად მეჩვენება ეს პროცესი. გაუმჯობესების ვარიაციას სამწუხაროდ ვერ ვხედავ იმ მოცემულობაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით, როდესაც ხელისუფლება პრაქტიკულად უმოქმედოა. უარესი იქნება. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და პოლიტიკური ნება არ არსებობს იმისა, რომ ორგანიზებულ დანაშაულს და ზოგადად დანაშაულს ებრძოლოს სახელმწიფო"- განუცხადა "ნიუპოსტს" ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მმართველი პოლიტიკური გუნდის მაღალჩინოსანთა სახლები გაძარცვეს. ბოროტმოქმედების მსხვერპლი "ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ახლა უკვე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გახდა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42