ვის შეუძლია დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვება - სააგენტოს განმარტება და წესები
პოლიტიკა - 16:48, 28 Mar, 2019     1768

საპენსიო სააგენტო 40 წლის ასაკს ზემოთ მოსახლეობისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების პროცედურებს განმარტავს:

“დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, მისამართზე – თბილისი, ყიფშიძის 7ბ. განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, სამუშაო საათებში – 9:00-დან 18:00 საათამდე.

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის. სისტემის დატოვებაზე განცხადების წარდგენა შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი, იმ თარიღიდან იწყება , როდესაც ბუღალტერმა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღის შემოწმება შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ, მომხმარებლის პირად პროფილზე. პირად პროფილზე შესასვლელად საჭიროა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოს. თუ მოქალაქეს ორი დამსაქმებელი ჰყავს, შესაბამისად, პირად გვერდზე შესასვლელად საჭირო იქნება ორი პაროლი.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან მისი დატოვების შესახებ სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად მხოლოდ ორი თვეა განსაზღვრული. თუ ამ ორი თვის განმავლობაში მოქალაქე არ დატოვებს სქემას, ის დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ დარჩება.

ამასთან, განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვებული თანხა შემომტანებს – სახელმწიფოს, დამსაქმებელს და დასაქმებულს დაუბრუნდებათ”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42