თიბისი ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები - საქართველსო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, პარლამენტის წინაშე აპრილის თვეში, პლენარულ სხდომაზე წარდგენას ითხოვს. კობა გვენეტაძემ მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარეს ელექტრონულად გაუგზავნა.
"ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებით, რეგლამენტის მიხედვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალდებულია იმ კომიტეტში მივიდეს, სადაც დაიბარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგლამენტს დაარღვევს. ხათუნა გოგორიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა გვენეტაძე პროცედურების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს.
„ეს არის პირდაპირ რეგლამენტის დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ ბატონი გვენეტაძე არ მობრძანდება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მისი მხრიდან კანონის დარღვევას და მივმართავთ შესაბამისი რეაგირების ფორმებს. გთხოვთ, ჩააყენოთ საქმის კურსში ბატონი გვენეტაძე, რახან ერთ-ერთი ადრესატი თქვენ ხართ. მისი სურვილია როცა უნდა მოვიდეს პლენარულ სხდომაზე, მაგრამ ამ მოსვლას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს მოთხოვნასთან,“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" მდივანმა ხათუნა გოგორიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






