ანსამბლი „ადილეი“ აშშ-ში რიგით მორე ტურნესთვის ემზადება
კულტურა - 16:18, 28 Mar, 2019     1704

2 აპრილს მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ანსამბლი კონცერტებს გამართავს ბოსტონში, ილიონისში, ინიდანაში, კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში. კონცერტებთან ერთად ანსამბლის წევრები ჩაატარებენ ვორქშოპებსა და მასტერკლასებს.

აღნიშნული ტურნეს კონცერტებსა და მასტეკლასებში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლის მეგობრები – ანა და მადონა ჩამგელიანები, სვანეთის მომღერალ სოფელ ლახუშდიდან.

ტურნე აშშ-ში 28 აპრილს დასრულდება.

ანსამბლი „ადილეი“ :

3-5 აპრილი – ბოსტონი

7 აპრილი – ურბანა, ილინოისი

9-11 აპრილი – ბლუმინგტონი, ინდიანა

12 აპრილი – ინდიანაპოლისი, ინდიანა

https://www.facebook.com/events/2007143622914736/

ანსამბლი „ადილეი“ და დები ჩამგელიანები:

13-16 აპრილი – სამხრეთ კალიფორნია

18-21 აპრილი – ჩრდილოეთ კალიფორნია

22-23 აპრილი – სიეტლი, ვაშინგტონი

25-27 აპრილი – ნიუ იორკი

https://www.facebook.com/events/410284802871273/

ანსამბლი „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. ანსამბლი ძირითად მიზნად ისახავს ნამდვილი ფოლკლორის პოპურიზაციას, რადგან, სამწუხაროდ მისი ცნობადობა ფართო მასებში დაბალია. ვცდილობთ, ის სიხარული და სილაღე, რაც ქართულ სიმღერებშია, გავუზიაროთ მსმენელს.

„ადილეის“ ჩატარებული აქვს კონცერტები, ვორქშოფები და სემინარები იტალიაში, ბელგიაში, გერმანიასა და აშშ-ში. გუნდს გამოცემული აქვს CD ალბომი, ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები.

https://www.youtube.com/watch?v=ZoStnObaWno

დემეტრე ქირია :

სახელად „ადილეი“ რამდენიმე ფაქტორის გამო ავირჩიეთ: იგი არის დასავლური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სამღერისი და ზუსტად ესადაგება ჩვენს რეპერტუარს . გარდა ამისა, „ადილეი“ არის მგზავრული სიმღერა, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და წინსწრაფვასთან.

„ადილეის“ მთავარი ღირებულება არის ურთიერთობა ერთმანეთთან, საზოგადოებასთან და ჩვენ წინაპრებთან. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ტრადიციული სიმღერა-გალობის შემოტანას ყოველდღიურობაში. ვცდილობთ ვიყოთ სპონტანურები და იმპროვიზაციულად ვთქვათ სიმღერის ჩვენებური ვარიანტები. სწორება სოფლურ ფოლკლორზე და მის პრინციპებზე გვაქვს, ძირითადად კი დასავლეთ საქართველოს კუთხის სიმღერებს ვმღერით.

http://www.adilei.ge

https://www.facebook.com/Adilei






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42