სტუდენტები, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში ეროვნული ცენტრის გამოცდების მიხედვით ჩაირიცხებიან, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდებიან
პოლიტიკა - 16:17, 28 Mar, 2019     653

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროექტების შესაბამისად, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ:

„დღეს, მთავრობის სხდომაზე, განათლების რეფორმის ფარგლებში, შემოგვაქვს რამდენიმე სიახლე. სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები ფინანსდებოდა, რაც რა თქმა უნდა, არ იყო საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთი პროფესიული სასწავლებლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას, მას შემდეგ, რაც გაივლიან პროფესიულ სწავლებას და აქედან გამომდინარე, ძალიან სასიხარულოა, რომ უფრო და უფრო მეტი კერძო კომპანია ცდილობს აქტიურად იყოს ჩართული პროფესიულ სწავლებაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროექტების შესაბამისად, ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებიც, რომლებიც გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების მიხედვით ჩაირიცხებიან, მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებებას. ამასთან ერთად, იგეგმება პროფესიული მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა 30 %-ით“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42