პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგინდეს თუ ვინ დგას კადრების როგორც მოპოვების, ასევე გავრცელების უკან.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ვიდრე გამოძიება არ გასცემს კითხვებს პასუხს, მანამდე პოლიტიკურ მოტივზე საუბარი არ შეწყდება:
"სანამ თუნდაც ერთ-ერთ გავრცელებულ კადრთან დაკავშირებით არ გვექნება პასუხი თუ ვინ შექმნა, ვინ ატვირთა და ვინ გაავრცელა რა თქმა უნდა ყოველთვის იარსებებს ის ლეგიტიმური კითხვები და მოსაზრებები, რომ შესაძლებელია ამ ტერორის უკან გარკვეული პოლიტიკური მოტივები იმალებოდეს. ამიტომ ჩვენ, საზოგადოება გარკვეულწილად შეიძლება შევეგუეთ, რომ გავრცელებული კადრების შემდგომ ვერასოდეს ვიგებთ ვინ დგას ამ კადრების გავრცელების უკან მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ სულ მინიმუმ ჩვენ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია რატომ ვერ იძიებს ამ გარემოებებს,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






