სოციალური მუშაკების პროტესტი - საქართველოს პრმეირ-მინისტრი დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ სოც.მუშაკებს რთული სამუშაო პირობები აქვთ:
„მინდა გამოვეხმაურო სოციალური მუშაოკების პრობლემებს, პირველ რიგში, მსურს დავაფიქსირო ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეული მათგანის მიმართ, ეს არის მართლაც მნიშნელოვანი პროფესია, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას და დაკავშირებულია ამავე დროს სერიოზულ პასუხისმგებლობასთან, სოციალური პოლიტიკა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენ ვცდილობთ, რომ წლიდან წლამდე ვცდილობთ ჩვენი სოციალური პრიორიტეტები გავზარდოთ და შესბაამისად, ბუნებრივია, ამ ადამიანების სამუშაო გრაფიკიც ხდება უფრო რთული, თითოეული მათგანის სამუშაო გრაფიკი არის მართლაც ძალიან მძიმე. მინისტრმა დავით სერგეენკომ წარმოადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა რომელიც ითვალსიწინებს სოციალური მუშაობის სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას, ხელშეწტყობას, შესაბამისი ახალი კანონიც მივიღეთ, მე მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკთხს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






