საქართველოს პრემეირ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ტრადიციული ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის სტუმრობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების განცხადებები საქართველოს დასავლეთის პოლიტიკური დღისწესრიგიდან გაქრობასთან დაკავშირებით არის ტყუილი:
„საქართველოს სტუმრობდა ნატო-ს გენერალური მდივანი, საქართველოს მეგობარი და მისი ვიზიტი გახლდათ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენი ერის მისწრაფებას, მხარს უჭერს იმ რეფორმათა პაკეტს, რომელიც დაგვეხმარება ალიანსში გაწევრიანების გზაზე და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას ამ პროცესში, გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ბუნებრივია ხაზი გაესვა იმ პროგრესს რაც ჩვენ გვაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამის პარალელურად ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და უპასუხისმგებლო ფეიკ-ნიუსები უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან, რომ ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღისწესრიგში და ვითომ ჩვენ გავქრით რადარებიდან, ბუნებრივია არ ვაპირებ გავაკეთო სერიოზული შეფასება ამ განცხადების, დარწმუნებული ვარ საზოგადოება კარგად შეაფასებს ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების განცხადებებს, ეს არის ტყუილი, სრული უპასუხისმგებლობა და არის ტყუილი, რომელსაც აქვს ძალიან მოკლე ფეხები“,- განაცხდა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






