„ვისურვებდი, რომ ბანკები უფრო მეტად აფინანსებდნენ მშენებლებს და ნაკლებ თანამონაწილეობას ითხოვდნენ ბიზნესისგან, რაც უფრო განავითარებდა ამ სფეროს და გააჯანსაღებდა. ვფიქრობ რომ ეროვნული ბანკის რეგულაციები შესარბილებელია და უფრო მეტად ლიბერალიზაცი უნდა მოხდეს ამ რეგულაციების. ეროვნული ბანკი მზად არის ამისთვის, იმ სახით რეგულაციები რაც დღეისთვის არსებობს უნდა შეიცვალოს, მე დარწმუნებული ვარ ეროვნული ბანკი ამას გააანალიზებს და უახლოეს მომავალში შესაბამისი რეაგირება ექნება.“- განაცხადა წულაიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესი, რომელიც შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემას კრძალავს. ამასთან დაწესდა ზღვრები- შემოსავლის რა ნაწილი შეიძლება იყოს მიმართული სესხის მომსახურებისთვის. მენაშენეების შეფასებით, საბანკო რეგულაციებმა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, დააზიანა საქართველოს ეკონომიკა, შეამცირა მშპ, გაანახევრა შესყიდვები დეველოპერულ სექტორში და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






