რა ულტიმატუმი წაუყენა თეა წულუკიანმა მამუკა ბახტაძეს და რატომ არ დატოვა იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა? - აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მისი მართვის სტილი არ არის ის, რომ რომელიმე მინისტრმა ულტიმატუმები წააყენოს.
ბახტაძის თქმით, გუნდში სხვადასხვა საკითხებზე არსებობს აზრთასხვადასხვაობა:
„ჩემი მართვის სტილი არ გახლავთ ის, რომ ვინმემ ულტიმატუმები დააყენოს მინისტრთა კაბინეტში, ასე რომ ეს არის დეზინფორმაცია.
საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ რეფორმებს, მსჯელობა ამ საკითხების შესახებ მიმდინარეობს, რომელიც გულსიხმობს აზრთასხვადასხვაობას, არსებობს აზრთასხვადასხვაობები და ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, რომ ყოველთვის მოხდეს საუკეთესო ვარიანტის შეჯერება, პოლიტიკური იმპულსის მიცემა არასწორია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






