„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები გაფიცულ სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებენ, ისინი სოციალურ სამსახურში შექმნილ პრობლემებს დავით სერგეენკოს ჩავარდნად აფასებენ. ოცნების ყოფილი წევრები სერგეენკოსა და სოციალური მუშაკების შეხვედრის შედეგებს ელოდებიან, მათი მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუ ეს შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა, საქმეში პარლამენტი უნდა ჩაერიოს. დეპუტატები მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს დიალოგი არ დასრულდება ისე, როგორც მედიაციის პროცესი დასრულდა, უშედეგოდ. გამომდინარე იქიდან რომ თუ სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ეს დააზარალებს არა მხოლოდ მათ და მათ სამუშაო მდგომარეობას, არამედ იმ ოჯახებსაც, რომელ ოჯახებზეც მათ უწევთ ზრუნვა.“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით აუცილებელია კონკრეტული, შეთანხმებულინ გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სოციალური მუშაკების ინტერესები:
„თუ დღეს არ დამთავრდება წარმატებულად ეს დიალოგი, ეს არის საქართველოს პარლამენტი და ეს არის საშუალება სადაც ცივილიზებული გზით, პოლიტიკური გზით შეგვიძლია ჩვენ საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ამოცანა, კონკრეტული გეგმა. შეთანხმებული გეგმა ისე, რომ ამ ადამიანების ინტერესი უნდა იყოს პირველ რიგში გათვალისწინებული და შემდგომ განხორციელების გზები და ვადები,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






