5- პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა - პოლიტიკური პარტია ,,კანონი და სამართალი“ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს
პოლიტიკა - 13:15, 28 Mar, 2019     1351

როგორც პარტიის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კორუფციულ მენტალიტეტთან იდეოლოგიური ბრძოლა და თავად კორუფციულ ფაქტებთან მიმართებით მკაცრი სამართლებრივი რეაგირება, მათ შორის სანქციების გამკაცრება.

პარტიის გენერალური მდივნის, ირაკლი ღლონტის თქმით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციულ მენტალიტეტთან იდეოლოგიური ბრძოლის სტრატეგიის პოლიტიკის ფორმირება, ასევე, ანტიკორუფციული კანონმდებლობის დახვეწას და მის პრაქტიკაში აღსრულებას.

„კანონმდებლობა, თეორიულ დონეზე, ფასადურად დახვეწილია, თუმცა მიზანმიმართულად არ ხდება კანონის აღსრულება და დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა. ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ პრინციპულ ნაწილს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურორის და საზოგადოებრივი მაუწყებელის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების ოპოზიციისთვის გადაცემა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და პოლიტიზირებული გადაწყვეტილებების აღკვეთა,“ - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

პარტიის განცხადებით მმართველი ძალის კორუფციული და ნეპოტისტური იდეების აღსრულება მასშტაბურად ვლინდება სახელმწიფო სსიპ-ებში, ააიპ-ებში და შპს-ეებში, რომელთა საქმიანობაზე განზრახ არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი და ,,საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის მოთხოვნები.

„უნდა განხორციელდეს იმდაგვარი საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ადმინისტრაციული აქტით დაფუძნებულ ორგანიზაციაში ზემოაღნიშნული კანონების გავრცელებას, ამ ტიპის ორგანიზაციების შექმნის საჭიროების და მიზნების დასაბუთების ვალდებულებას და ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერების მონიტორინგის საკითხს“, - აღნიშნნა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ცობეხიამ.

,,კანონი და სამართალი’’ მომავალ კვირას საქართველოს პრალამენტს წარუდგენს ნეპოტიზმის კრიმინალიზების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას.

აქვე, შეგახსენებთ, რომ პარტია ,,კანონი და სამართალი’’ ადგილობრივ და სპეციალურად მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან ერთად ქმნის რეგიონალური განვითარების და ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42