"ყველაფერს გავაკეთებთ რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს" - გირჩი კანაფის მოხმარების შემდეგ ტრანსპორტის მართვის დასჯადობას აპროტესტებს
პოლიტიკა - 11:06, 28 Mar, 2019     1464
გირჩი ფეისბუქ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც აფიქსირებს, რომ არ აპირებს დაემორჩილოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს და ყველაფერს გააკეთებს რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს.


"ორშაბათიდან ძალაში შედის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი, რომელიც ადგენს რომ 'ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა - ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე'.

ამავე დროს, ცნობილი გახდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოიტანა სპეციალური ტესტები, რომლებიც ადგენს ადამიანის ნერწყვში ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობას, და რომ ეს ტესტი ადგენს ადამიანს მოხმარებული აქვს თუ არა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში.

ეს ნიშნავს რომ ორშაბათიდან ამ ქვეყნის ათობით ათასი მოქალაქე, რომლებიც, სხვადასხვა რეგულარობით, მოიხმარენ კანაფს ღამის საათებში (ეს ქმედება უკვე რამდენიმე თვეა ლეგალურია ამ ქვეყანაში) და დილით საკუთარი ავტომობილით მიემართებიან სამსახურისკენ, სახელმწიფოს მიერ ცხადდება კრიმინალად და თითოეულ მათგანს ემუქრება 1 წლიანი საპატიმრო სასჯელი.

ციხე!

ეს საფრთხე გვემუქრება ჩვენც, გირჩის წევრებს.

და ჩვენი აზრით სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება ჩვენნაირი ადამიანებისადმი არის გაუაზრებელი, არაადამიანური, ამორალური, არამეცნიერული და ძალიან საშიში.

2018 წლის ოქტომბრიდან კანადაში მოხდა რეკრეაციული კანაფის სრული ლეგალიზაცია. თუმცა, მანამდე კანადელი მკვლევარების ჯგუფმა კანადის სენატისთვის მოამზადა სპეციალური კვლევა (https://shawglobalnews.files.wordpress.com/2018/06/lake-et-al-cannabis-public-health-metrics-for-senate.pdf), რომელიც აშშ-ს შტატების მაგალითზე, სადაც კანაფის ლეგალიზაცია მოხდა რამდენიმე წლით ადრე, შეისწავლის ლეგალიზაციის ეფექტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, მათ შორის ლეგალიზაციის გავლენას ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვზე.

ამ კვლევის თანახმად:

ა) კანაფის ლეგალიზაცია არ ახდენს რაიმე სერიოზული მნიშვნელობის გავლენას ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვზე

ბ) ალკოჰოლისგან განსხვავებით, კანაფის მოხმარების შემთხვევაში არ დგინდება ცალსახა კავშირი ორგანიზმში ტეტრაჰიდროკანაბინოლის დონესა და ავტოტრანსპორტის მართვის უნარის გაუარესებას შორის

გ) აშშ-ს გამოცდილებამ აჩვენა რომ კანაფის ლეგალიზაციის შემდეგ იკლო ალკოჰოლით გამოწვეულმა საგზაო ინციდენტებმა რომლებიც ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა

დ) უნდა ველოდოთ რომ რეკრეაციული კანაფით ალკოჰოლის ჩანაცვლება შეამცირებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტოტრანსპორტის მართვის სიხშირეს, რაც მისასალმებელია

ე) ავტოტრანსპორტის მართვა ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ შეიცავს რისკებს, თუმცა რისკები გაცილებით მაღალია ალკოჰოლური თრობის დროს, ვიდრე კანაფის მოხმარების შემთხვევაში

მსგავსი შინაარსის კვლევები, თითქმის იდენტური შედეგებით კიდევ არსებობს.

აღნიშნულის და ელემენტარული საღი აზრის გათვალისწინებით:

1. მოვუწოდებთ შსს-ს, არ მოახდინოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის აღსრულება კანაფთან მიმართებაში

2. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უმოკლეს ვადაში შეცვალოს კანონმდებლობა დაკავშირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვასთან დაკავშირებით კანაფთან მიმართებაში და გამოიყენოს ალკოჰოლთან მიმართებაში არსებულის იდენტური მიდგომები

წინააღმდეგ შემთხვევაში, წინასწარ ვაცხადებთ რომ არ ვაპირებთ არც საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლას, არც ხელოვნურად კრიმინალებად ქცევას, ყველაფერს გავაკეთებთ რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს, აზრი დაკარგოს და არც ერთი ადამიანი არ მოხვდეს ციხეში იმის გამო რომ ღამით, მეგობრებთან ერთად კანაფი მოიხმარა."- ნათქვამია გირჩის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42