"თუ ადამიანმა შექმნა თავის თავისთვის სამუშაო ადგილი და ბიუჯეტიც შეავსო და ოჯახიც გადაარჩინა, აი ეს დასჯადია და ამისათვის მოგთხოვენ იმ ტაქსის გადაღებვას თეთრ ფერად, რაც ნიშნავს იმას რომ გაყიდვის შემთხვევაში მას გაუნახევრდება ფასი. თუ კალაძეს სურს და გადაწყვეტილი აქვს ტაქსის მძღოლების გენოციდი, მაშინ თვითონ ის და მისი ხელისუფლება შეიცვლება,"-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობა" ახალ რეგულაციებს მიუღებლს უწოდებს.
"ახლა ეუბნებიან რომ თურმე შენ რომ ქონება გაქვს, მოდი მაგას ფასი დავუგდოთ, მაგას შევასხათ თეთრი "კრასკა." რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი და შესაბამისად ჩვენ მოვითხოვთ ამ ეგრედწოდებული რეფორმის გადავადებას. თუ ვინმეა გადასაგდები და გადასაღები, ამ ქვეყნიდან, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და კალაძის ხელისუფლება,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
კახა კალაძემ გუშინ მზადყოფნა გამოთქვა რეფორმებზე სასაუბროდ შეხვდეს ტაქსის ყველა კეთილსინდისიერ მძღოლს და განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმა ქალაქში აუცილებლად განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






