უგულავას განცხადებით, მთელი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობისა, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, რომელსაც ხელისუფლების გამყარება ისევ მაჟორიტარული სისტემით სურს.
"ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, იმისათვის რომ ადამიანებმა ამოისუნთქონ და ადამიანურად იგრძნონ თავი, პირველი და მთავარი ამოცანაა გაქსუებული და ამორტიზირებული მაჟორიტარების გაუქმება. მთელი საზოგადოება, ყველა პოლიტიკური პარტია , არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა ამას ითხოვს.
მაჟორიტარების სისტემა იმ ფორმით რა ფორმითაც ის დღეს საქართველოში აქამდე არსებობს , არის მარაზმი, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი გადავიდეთ სამართლიან სისტემაზე, სადაც ორჯერ ორი არის ოთხი და "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ ორჯერ ორი არის შვიდი"- განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






