ისნის რაიონში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პოლიტიკა - 19:50, 27 Mar, 2019     1038

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოებს აწარმოებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

პროექტი თბილისის ზღვიდან ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში ჩასასვლელი გზის, სამების საკათედრო ტაძრისა და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის, მონასტერთან მისასვლელი გზის, შიდა გზებისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს.

„მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. გარდა ამისა, მოეწყობა 200 ავტომობილისთვის განკუთვნილი ავტოსადგომი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ამ კონკრეტული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება - ეს არის გამწვანების ღონისძიებები თუ გარე განათების სისტემის მოწყობა. კეთილმოწყობის სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე მაისში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე, საყრდენი კედლისა და ავტოსადგომის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება გზის საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.

პროექტის ფარგლებში, საყრდენ კედელზე მოეწყობა მოაჯირები, ტროტუარი, ბორდიური, სატრანსპორტო კვანძზე - გამყოფი კუნძულები და სტანდარტების შესაბამისი, შშმ პირთათვის გათვალისწინებული პანდუსები. საერთო ჯამში, დაიგება 17 000 კვადრატული მეტრი გზის საფარი.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ ახორციელებს. რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 799 012 ლარი დაიხარჯება.

საგზაო სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გიორგი ვოლსკი გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42