ცნობისთვის შენგელია 2011 წლიდან 2018 წლამდე TBC ბანკის ზუგდიდის სერვისცენტრს ხელმძღვანელობდა.
„ნიუპოსტი“ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორია მისი შეფასება „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ფიქრობს თუ არა რომ ხელისუფლება უმსხვილესი ბანკისა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ ორკესტრირებულად მოქმედებს.
შევეცადეთ შენგელიასგან მიგვეღო პასუხი ხორციელდება თუ არა ზეწოლა ბიზნესზე ხელისუფელბის მხრიდან. ამ კითხვას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მოუცლელობის მიზეზით არ უპასუხა. რაც შეეხება TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის შემხებლობას ანაკლიის პორტის პროექტთან გიორგი შენგელიამ თქვა, რომ ფილიალს რომელსაც ის ხელმძღვანელობდა მასშტაბურ პროექტთან შემხებლობა არ ჰქონია.
„ამ თემასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რეგიონალური ფილიალი უშუალოდ ჩართული არ ყოფილა პორტის მშენებლობის საკითხებში... უბრალოდ ტერიტორიულად ახლოს იყო, სხვა ინტერესი არ ყოფილა“- უთხრა „ნიუპოსტს“ შენგელიამ.
მერობის კანდიდატმა „ნიუპოსტის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად „თი ბი სი ბანკის“ დამფუძვნებლის მძიმე ბრალდებებზე საუბარი არ ისურვა.
„ახლა შეხვედრაზე ვარ, ვერ ვაკეთებ კომენტარს, მოგვიანებით დამირეკეთ“- თქვა შენგელიამ, თუმცა ამის მის მიუხედავად „ოცნების“ ფავორიტი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები






