როგორ შეასრულეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები უწყებებმა - პარლამენტში ანგარიშს ისმენენ
პოლიტიკა - 17:34, 27 Mar, 2019     703
2018 წლის 27 და 28 მარტს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს ისმენენ.


სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში შესული 344 რეკომენდაციიდან საპარლამენტო დადგენილებაში 235 აისახა და მათი შესრულება საქართველოს მთავრობას, სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებს დაევალა.

27 მარტს რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარმოადგინეს საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ. გამომსვლელთა განცხადებებით, სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურად ითვალისწინებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მათი უმეტესობა შესრულებულია, ან შესრულების პროცესშია.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, რჩება საკმაოდ სერიოზული პრობლემები არასათანადო მოპყრობის გამოძიებასთან დაკავშირებით; დღემდე გაურკვეველია რა მდგომარობაშია მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიება. აქვე, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის დეპუტატებს სთხოვა, უზრუნველყონ შესაბამის კანონში ცვლილების შეტანა, რათა სახალხო დამცველს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მასალებზე წვდომის უფლება მიეცეს.

სხვა საკითხებთან ერთად სახალხო დამცველი დაინტერესდა სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამებით. ასევე, ხაზი გაუსვა სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების საკითხს და აღნიშნა, რომ სოციალურ მუშაკთა - მძიმე სამუშაო პირობები, ადამიანური რესურსებისა თუ ფინანსების სიმცირე და სხვა პრობლემები, კრიტიკულ მდგომარეობას ქმნის და მათი დაუყოვნებლივი გადაჭრას საჭიროებას წარმოშობს.

ნინო ლომჯარიამ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ პარლამენტის დადგენილებაში ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი რეკომენდაცია აისახება; ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომელობის შედეგად მიღწეულ წარმატებას და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ასეთივე ფორმატის თანამშრომლობას გეგმავს იმ უწყებებთან, რომელთა მიმართაც სახალხო დამცველი ყველაზე მეტ რეკომენდაციას გასცემს, მათ შორის იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, მთავარ პროკურატურასთან.

სახალხო დამცველმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებაში პარლამენტის მიმართ გაცემული რეკომენდაციებიც აისახვა, თუმცა სამწუხაროდ, პარლამენტთან ამ რეკომენდაცითა შესრულების მდგომარეობის განხილვა სათასნადოდ ვერ მოხერხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42