კობახიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ უნდა იყოს უკრაინაში გატარებულ რეფორმაზე დაბალი სტანდარტის - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 17:22, 27 Mar, 2019     1565
პოლიტიკური პლატფორმა -„ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, სასამართლოს ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, არ უნდა იყოს იმაზე დაბალი სტანდარტის, რაც უკრაინაში განხორციელდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერს, უკრაინის შემთხვევა მოჰყავს მაგალითად და აცხადებს, რომ ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მექანიზმი, იყო უპრეცედენტო მსოფლიოში და მან უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

„მინდა გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის განცხადებას, სასამართლოს ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული პრაქტიკისა და მექანიზმის შესახებ არ გვსმენია, თუმცა, იმედია, ის გულისხმობს იმ პრაქტიკას, რაც ახლა უკრაინაშია. მოსამართლეების შერჩევის ეს მოდელი, იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროცესში ჩართულები იყვნენ უცხოელი, მაღალავტორიტეტული მოსამართლეები და მათ ჰქონდათ ვეტოს გამოყენების უფლება, რაც იმას ნიშნავს , რომ მათ შეუძლიათ თქვან, რომელი კანდიდატი არ უნდა იყოს მოსამართლე და არ შეესაბამება მოსამართლის პოზიციას. შესაბამისად ეს კანდიდატები ვეღარ აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. საერთო ჯამში, 113 მოსამართლეობის კანდიდატიდან, რომელმაც დააკამყოფილა კონკურსის მოთხოვნები, 49-ს, უცხოელმა მოსამართლეება დაადეს ვეტო. ხოლო იუსტიციის საბჭომ დარჩენილი, საუკეთესო კანდიდატებისგან, შეადგინა საბოლოო სია.

პირველად დაფიქსირდა პრეცედენტი, როდესაც არც ერთ მხარეს არ ჰქონია უკმაყოფილება პროცესის მიმართ და საფუძველი, გაეკრიტიკებინა შერჩევის მექანიზმი.

ჩვენი გუნდის მიერ შემუშვებულმა პროექტმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. რეფორმას უნიკალური უწოდა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა მოსამართლემ სერ ენტონი ჰუპერმა, რომელმაც თქვა, რომ ეს არის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. და უკრაინაში შექმნილი პრინციპულად ახალი მოდელი, უნდა გამოიყენოს ევროკავშირმაც, რადგან ეს არის პრაქტიკა, როდესაც ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, მოსამართლეების შერჩევის პროცესში - უცხოელი მოსამართლეების სახით, შემოდის მესამე მხარე.

პროექტის მიხედვით, რომელიც ერთი წლის წინ შევიმუშვეთ, საბჭოს წევრებს წარადგენენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიაციები. ისეთი, როგორიცაა ეუთო, ევროსაბჭო, მსოფლიო ბანკი და სხვა. საბჭოში იყვნენ მოსამართლეები კანადიდან, ინგლისიდან, დანიიდან, შოტლანდიიდან და ლიეტუვადან.

პრაქტიკა მოწონებულია ვენეციის კომისიის მიერ და სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ კობახიძის გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, არ უნდა იყოს იმაზე დაბალი სტანდარტის, რაც უკვე განხორციელდა უკრაინაში. რადგან ეს არის სტანდატი, რომელიც აკმაყოფლებს ყველა თანამედროვე მოთხოვნას. ამასთანავე არის სრულიად გამჭირვალე, ღია და მიუკერძოებელი"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42