NATO-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოშია
პოლიტიკა - 17:08, 27 Mar, 2019     764

საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს სერ სტიუარტ პიჩს და დელეგაციის წევრებს თბილისის სამთავრობო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა.

აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტი სასტუმრო „ბილტმორში“ სხდომას გამართავს. სესიას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ.

ვიზიტის მეორე დღეს ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს. დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასაც (GDRP) გაეცნობიან. ნატოს სამხედრო წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით დაასრულებენ, სადაც „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან.

ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს მესამედ სტუმრობს. უწყება ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ექვემდებარება. სამხედრო კომიტეტი ადგენს ინსტრუქციებს ნატოს პოლიტიკური სტრუქტურებისათვის, სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით და პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო საქმიანობაზე. სამხედრო კომიტეტი აფასებს ნატოსთვის შესაძლო საფრთხის შემცველი ქვეყნების სამხედრო ძლიერებასა და შესაძლებლობებს. საომარი მდგომარეობის, კრიზისული სიტუაციების ან ალიანსის სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციების დროს მას ევალება მოხსენებებისა და რეკომენდაციების წარდგენა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფისთვის. აღსანიშნავია, რომ სამხედრო კომიტეტი შეიმუშავებს დირექტივებს ნატოს სამხედრო სარდლობებისათვის, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთო უსაფრთხოების, თავდაცვისა და კრიზისების მართვის საკითხებზე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42