საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება
პოლიტიკა - 16:58, 27 Mar, 2019     812
საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.


ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.

მხარეებმა, ასევე, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის საკითხი განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. მისივე ინფორმაციით, სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში უახლოეს თვეებში გაიხსნება.

„პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გაიხსნება სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე, მან დღესვე გასცა დავალება, რომ დაიწყოს მუშაობა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ეს არის სერბეთის პრეზიდენტთან ჩვენი საუბრის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში დეპუტატები: გოგა გულორდავა, გიორგი თოთლაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42