ქანთარია, ფოფხაძე, ჭიჭინაძე, კაკულია, პაპუაშვილი, კობერიძე - დეპუტატების შავი სია, რომელთა გარიცხვას ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს სთხოვდა
პოლიტიკა - 15:32, 27 Mar, 2019     2539
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ბიძინა ივანიშვილის ე.წ. შავ სიას ასაჯაროებს, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერს, გასარიცხი დეპუტატების გვარები ეწერა. 6 დეპუტატის პარლამენტიდან გარიცხვაში დახმარებას ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე სთხოვდა.

გედევან ფოფხაძის თქმით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდებოდა, მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ზაზა პაპუაშვილი, ნუკრი ქანთარია და თავად გედევან ფოფხაძე. "ოცნების" ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას ირაკლი კობახიძე 6 დეპუტატის გარიცხვას სთხოვდა და მათ შორის იყვნენ როგორც შეხვედრის მონაწილეები, ასევე რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის გედევან ფოფხაძეს მსგავსი ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ჰქონოდა.

“ბატონ ბიძინას შევხვდით, მაშინ ის არ იყო მოსული პოლიტიკაში. შევხვდით წმინდა ახლობლური თვალსაზრისით, როგორც დამფუძნებელთან და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მაგრამ მე არ მახსენდება ახლა ნამდვილად რომ მან გვითხრა, რომ აი კობახიძე მეუბნება, რომ თქვენ გასარიცხ სიაში ხართო. არ არის გამორიცხული იმიტომ, რომ მახსოვს კობახიძე ტელევიზიით ამბობდა, რომ ამ ხალხს რაღაც პარტიული სასჯელი უნდა დაეკისროს თუ რაღაც ამდაგვარს. ახალ ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ იქ რომ ამაზე ყოფილიყო საუბარი ამას ვერ დავადასტურებ, იმიტომ რომ მართლა არ მახსენდება. შეიძლება გედიმ სხვა წყაროდან ეს იცის და ეს არ იყო მაშინ გამორიცხული იმდენად მწვავე იყო ურთიერთდაპირისპირება,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

რომან კაკულიამ კი ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თქვა მხოლოდ ის, რომ ირაკლი კობახიძესთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„როდესაც მქონდა გარკვეული უთანხმოება ტელევიზიას ეხებოდა ეს, მის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ მან მოახერხა ის, რასაც ბევრი ვერ ახერხებს რომ ეს კონფლიქტი ისე გავიარეთ რომ ჩვენ შემდგომ ურთიერთობას არ დატყობია. ამას ბევრი ხელმძღვანელი ვერ ახერხებს,“-განაცხადა რომან კაკულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42